საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამინისტროების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2025
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამინისტროების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ
 
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, რეგიონული განვითარების, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართეს.
 
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელსაც უწყება უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარუდგენს.
 
საუბარი შეეხო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის და განკარგვის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის, გრანტების აღების და გაცემის, ასევე მშენებლობების ნებართვების და ზედამხედველობის საკითხებს.
 
„შეხვედრის მონაწილეებმა განვიხილეთ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეგიონული განვითარების ფონდებიდან თანხების ათვისება. ასევე ვიმსჯელეთ სოფლის პროგრამის შესახებ, რომლის თაობაზეც მუნიციპალიტეტების მერებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. საკითხზე მსჯელობისას, აღინიშნა, რომ სოფლის განვითარებისთვის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, თუმცა, ის ამ ეტაპზე მოდერნიზაციას და გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. საუბარია სოფლის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდაზე, რათა სრულად მოიცვას ის საჭიროებები, რაც სოფლის განვითარებას უკავშირდება. შევთანხმდით, რომ დღეს განხილულ საკითხებზე და ასევე სხვა დამატებით მიმართულებებზე, მსგავსი ფორმატის გაფართოებული შეხვედრა მომავალშიც გაიმართება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R