საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განიხილა

მედია და საზოგადოება 20 ნოემბერი 2025
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადამუშავებული ვერსია წარადგინა.


მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ორგანული კანონის პროექტით მთელი რიგი ტერმინების განმარტება, პროცედურების დაზუსტება და გარდამავალი დებულებების კოდექსში ასახვა მოხდება.


„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციით ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მისივე თქმით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.


​აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით მათიკაშვილმა დამატებითი განმარტებები გააკეთა და იმ საკითხებზე ისაუბრა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში ჩატარება.


​როგორც მომხსენებელმა განაცხადა, „საარჩევნო კოდექსის“ თანმდევ კანონპროექტებში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება.


​კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ გადამუშავებული ვერსია პრინციპების დონეზე მისაღებად მიიჩნია და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R