საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 21 მარტი 2025
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილეები ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერიძე და გრეტა წიწავა,საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ალადაშვილი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვივნენ.


ამ დღის აღსანიშნავად, ცენტრში, კამპანიის დახურვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.


შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.


„ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს მშვენიერი ადამიანები, ასეთი თბილები, ჭკვიანები, ნიჭიერები არსებობენ ჩვენს ირგვლივ და მათ სჭირდებათ ყურადღება და მეტი სითბო. აქ, დიდი მხიარულებაა, ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად. მადლობა უნდა ვუთხრათ პედაგოგებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ ხალხისათვის მეტი ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.


ღონისძიებაზე, ორგანიზაციის ბენეფიციარი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით და მოწვეული სტუმრების ჩართულობით, სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.


სოლიდარობის კამპანია, რომელიც დღევანდელი ღონისძიებით დასრულდა, მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიის, თანასწორობისა და მხარდაჭერის გზავნილის გავრცელებას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R