საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - დგება ახალი, 2026 წელი. მას ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით. ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი

თავმჯდომარე 01 Jan 2026
შალვა პაპუაშვილი - დგება ახალი, 2026 წელი. მას ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით. ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, 2026 წელს იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით ხვდებიან.


მისი თქმით, ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი. 

„ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქეებო, ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო, დასრულდა სირთულეებითა და წინააღმდეგობით აღსავსე 2025 წელი, რომელიც ისტორიული და გამორჩეული აღმოჩნდა. 
 
ეს იყო წელი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი და ეროვნული პრიორიტეტები.
 
განვლილ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო გადამწყვეტ წნეხს, რომლითაც სცადეს საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება და სხვისი გეგმებისთვის ჩვენი დაქვემდებარება.
 
2025 იყო წელი, როდესაც საქართველომ უთხრა მტკიცე უარი სხვის სცენარებში მონაწილეობას და ქვეყნის მომავლით თამაშს. ჩვენ, ყველამ ერთად, ეს არჩევანი დავიცავით და ვაჩვენეთ მყარი ერთობა. ჩვენ, ყველამ ერთად, დავაბრუნეთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ეროვნული ინტერესის ცნება, როგორც სახელმწიფოს მოქმედების უმთავრესი საფუძველი.
 
დგება ახალი, 2026 წელი. მას ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით. ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი. 
 
ამ წელს ჩვენ თანდათანობით, დინჯად, გააზრებულად უნდა დავიწყოთ შენების ახალი ეტაპი. ეს შენება უნდა დაეფუძნოს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას და, ამავე დროს, უზრუნველყოს თანამედროვე, ეპოქის შესაბამისი ეროვნული იდენტობის მკაფიო გამოკვეთა.
 
მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ, სად ვდგავართ, რა გვამოძრავებს, რას ვიცავთ და რას ვაშენებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ.
 
ამ გზაზე მიგვიძღვის ჩვენი წინაპრების დატოვებული სიბრძნე და ცოდნა, სამშობლოს სიყვარულითა და მასზე ზრუნვით გაჯერებული მემკვიდრეობა.
 
სწორედ ამიტომ არ გვეშინია არცერთი იმ გადაწყვეტილების მიღების, რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურება.
 
ამ ინტერესთა სამსახურში ვდგავართ ერთად - ასაკოვანი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ერი და ბერი.
 
2026 წელს საქართველო აღნიშნავს განსაკუთრებულ თარიღს - საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, რაც ჩვენი ისტორიული უწყვეტობის, სულიერი ღერძის და ცივილიზაციური როლის კიდევ ერთი ხაზგასმაა.
 
სწორედ ამიტომ, ბოდბის მონასტრიდან გილოცავთ ახალი, 2026 წლის დადგომას.
 
წმინდა ნინომ დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს ჩვენი მშობლები და შვილები!
 
ვიყოთ და ვიცხოვროთ ერთობით, რადგანაც ძალა ერთობაშია!” - აღნიშნულია მილოცვაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R