საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 25 Nov 2025
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფარუქ ჩელიქს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის მტკიცე მეგობრობას.


შალვა პაპუაშვილმა სამძიმარი გამოხატა საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ფარუქ ჩელიქმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის ღირებულ ჩართულობასა და დიდ მხარდაჭერას, რითიც, მისი თქმით, საქართველომ ნამდვილი მეგობრობა დაადასტურა.


შეხვედრაზე აღნიშნეს, 2025 წლის განმავლობაში, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა.


​შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ივნისში თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი, რომელმაც ახალი იმპულსი მისცა საპარლამენტო ურთიერთობებს.


​მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის მტკიცე კავშირებზე.


აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა.


​შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა თურქული მხარის მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.


​შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭყონიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 Jan 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 Jan 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 Jan 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 Jan 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R