საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თელავში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი  სხდომა გაიმართა

მედია და საზოგადოება 29 ნოემბერი 2025
თელავში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი  სხდომა გაიმართა

თელავში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. 


სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა დიასპორის წარმომადგენლების მხარდამჭერ პროგრამებზე და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. გაიმართა დისტანციური სწავლების პლატფორმის - „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია. 


თამარ მახარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმაზე 70-ზე მეტი ქვეყნის 3100-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.


კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. 


აღინიშნა, რომ ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა და გაძლიერება აუცილებელია, იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს საკუთარი ენისა და კულტურის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.


ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხზე იმსჯელა.


სხდომაზე კომიტეტის მიერ ჩატარებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში - გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“- კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული ანგარიში და მასში ასახული რეკომენდაციები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეკომენდაციების აღსრულება აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. 


„ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხება ბაღებში დასაქმებული პედაგოგების პროფესიაში შესვლის, დარჩენისა და პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებას, რომელთან ერთადაც განიხილება სახელფასო სქემის და საბაზისო ანაზღაურების საკითხი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს რეკომენდაცია, რომელიც შეეხება  საბავშვო ბაღების აღსაზრდელების სასწავლო პროგრამაში პატრიოტული და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას ქართული ფოლკლორის, საბავშვო მოთხრობებისა და მულტფილმების პერსონაჟების პოპულარიზაციის გზით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


სხდომაზე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ბაღების ეფექტიანი მართვის, ბავშვების საუკეთესო ინტერესის დაცვისა და  ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით.


კომიტეტმა ანგარიში  ცნობად მიიღო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
16 იანვარი 2026

პარლამენტის წევრები ტექნიკური უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია მწერალთა სახლის დირექტორს, ქეთევან დუმბაძეს შეხვდა

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა
16 იანვარი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
07 იანვარი 2026

პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო
07 იანვარი 2026

შალვა პაპუაშვილი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R