საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მერაბ ქვარაიამ „სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 28 ოქტომბერი 2019
მერაბ ქვარაიამ „სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ „სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“ პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მიმართულება ერთგვარი სიახლეა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იგი არის მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ეფექტური ინსტრუმენტი, რა დროსაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, თავად წარმოაჩინონ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, წარმოადგინონ პროექტები, ლობირება გაუწიონ მათ, არჩევნების გზით მიაღწიონ გამარჯვებას - დაფინანსებას შემდგომი წლის ბიუჯეტში და შესაბამისად ამ პროექტების განხორციელებას.

„პროცესი არის ძალიან საინტერესო, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული და ჩართულობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით აღჭურვილი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორედ პარლამენტში უნდა მომხდარიყო ამ საკითხზე მსჯელობა. თუ ჩავთვლით, რომ ამ პროექტს სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ამ მიმართულებით, ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მოვამზადოთ შესაბამისი საკანომდებლო წინადადება და ავსახოთ კანონმდებლობაში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ ქვარაიამ.

მისივე განცხადებით, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც საბოლოოდ შეჯერდება ჩართული მხარეების პოზიციები პროექტის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა
23 ივნისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა

მსგავსი

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
23 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ
10 ივნისი 2026

პარლამენტის წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R