საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე და მერაბ ქვარაია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოს ეწვევიან

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 14 Feb 2020
ბექა ოდიშარია, გივი ჭიჭინაძე და მერაბ ქვარაია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოს ეწვევიან

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, მიმდინარე წლის 15-20 თებერვალს, დიასპორული ორგანიზაცია - ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და „ქართული კულტურის ცენტრის“ მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოს ეწვევიან. 

ვიზიტის ფარგლებში, ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე მონაწილეობას მიიღებენ ამსტერდამში, ჰააგასა და ბრიუსელში ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ (დამფუძნებელი თინათინ სვანიძე ვენკო) ინიციატივით ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტში: „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“.

პროექტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის რიგი დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, გაიმართება დიასპორული ფორუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა, აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ პრეზენტაცია; გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაცია; ჰოლანდიაში მოღვაწე სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას გამოფენა სახელწოდებით “Children Shoot Back"და სხვა.

პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს საპატრიარქოს ჰოლანდიისა და ბელგიის ეპარქია; „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდების სამეფოში“; ემიგრანტთა „ბაღი ფესვები“ საქართველოდან; საბერძნეთის ქართული კულტურის ცენტრი; ბელგიის ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლობა; „ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში“.

პროექტში აგრეთვე მონაწილეობენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ა/რ მთავრობა.

ვიზიტის ფარგლებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, გამართავენ გაფართოებულ შეხვედრებს ნიდერლანდებსა და ბელგიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
25 Jun 2025

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

მსგავსი

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს
03 Jun 2025

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა
29 May 2025

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

ირაკლი ზარქუა - დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა
27 May 2025

ირაკლი ზარქუა - დიასპორაზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა

ირაკლი ზარქუა სომხეთის ელჩს შეხვდა
15 May 2025

ირაკლი ზარქუა სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R